LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენიო მორიკონე საქართველოში ორკესტრთან ერთად ჩამოვა

175

90 წლის შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოში ჩამოდის. ჯერჯერობით ოფიციალურად „ბლექ სი არენა“ არ ადასტურებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირაში ოფიციალურადაც განაცხადებენ, რომ შეკვეთლში მდებარე 10 000-კაციანი დარბაზის ახალი სეზონი, 19 მაისს სწორედ მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

ენიო მორიკონე ბათუმში საკუთარ ორკესტრთან ერთად ჩაფრინდება, სრული შემადგენლობით. ღონისძიებაზე მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი კინოჰიტები შესრულდება. ორკესტრს თავად უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი.

ენიო მორიკონემ კინოსამყაროში 1946 წელს შეაბიჯა და მას შემდეგ ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, 500-ზე მეტი ფილმისთვის თუ სატელევიზიო პროექტისთვის იმუშავა, ასევე ეკუთვნის100-მდე კლასიკური ნაწარმოები.

მის ფილმოგრაფიაში 70-მდე „ოსკარის“ მფლობელი ფილმი შედის. ყველაზე ხშირად თანამშრომლობდა სეჯიო ლეონესთან, ჯიუზეპე ტორნატორესა და სხვა შესანიშნავ რეჟისორებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები