Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში კერამიკული ინდუსტრიის განვითარება დაიწყება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კერამიკული ინდუსტრიის განვითარება დაიწყება

147

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოში კერამიკული წარმოების ამოქმედებისა და კერამიკული ინდუსტრიის განვითარებაზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია სათანადო ნედლეულით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, უცხოეთის ბაზრებზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.

„საქართველოში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იმ შესაძლებლობებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს არის ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის – კერამიკის წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველო მდიდარია იმ თიხებით, რომელიც ამ ინდუსტრიაში გამოიყენება, ხოლო ლოჯისტიკურად მიმზიდველი ქვეყანა ვართ. ამავე დროს თუ გავითვალისწინებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, დარწმუნებული ვარ, საქართველოში აღნიშნული ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველი იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, რას-ალ-ხაიმა, სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო „რაკიას“ მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მას ქვეყანაში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები