LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე პანდემიის პირობებში ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ათეულ ათას ხარისხიან ვაქცინის ჩუქებაზე უარის თქმა, უპასუხისმგებლო საქციელია: გიორგი კანდელაკი

75
გიორგი კანდელაკი

„მძიმე პანდემიის პირობებში ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ათეულ ათას ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე უარის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო საქციელია“, – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველომ ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანას უარი უთხრა 50 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ჩუქებაზე. კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობას აღნიშნული 50 ათასი დოზა ვაქცინის გამოყენება პედაგოგების ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის შეეძლო გამოეყენებინა, რაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სკოლაში დაწყების საშუალებას მისცემდა და არა დისტანციურ რეჟიმში.

მისივე განმარტებით დისტანციური სწავლება უდიდესი პრობლემების მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

„დღეს როცა ასე მძვინვარებს პანდემია, როცა ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1600-მდე ადამიანი, გარდაიცვალა კორონავირუსით. აი ამ პირობებში, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ ღია ალიანსში შევიდა მთავრობა რუსეთთან დაკავშირებულ ესქტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყვეს მასობრივი ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ბალტიის ერთ-ერთ სახელმწიფოს, კერძოდ ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე. კერძოდ საუბარია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე.

მაშინ, როცა მთავრობამ ფაქტობრივად არაფერი არ გააკეთა, რომ მაღალ ნიშნულზე მიეყვანა მასწავლებლების ვაქცინაცია, რატომ არ შეიძლებოდა რომ თუნდაც ეს 50 000 დოზა ვაქცინა გამოყენებულიყო მასწავლებლების და სკოლის დანარჩენი პერსონალის ვაქცინაციისთვის, იმისთვის რომ 15 სექტემბერს სწავლა დაწყებულიყო საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად. რამხელა სტრესია დისტანციური სწავლა განსაკუთრებით დაბაკლასელი ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის.

ამ ფონზე ლატვიიდან უარყოფა ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე არის, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო საქციელი, რომელმაც თავისი ცუდი გაგებით წვლილი შეიტანა ვითარების გაუარესებაში, რომლის ერთ-ერთი, არა ერთადერთი მაგალითი არის განსხვავებით უამრავი ევროპის სახელმწიფოსა, სადაც სწავლა დაიწყო ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში,  ჩვენთან სამწუხაროდ არ იწყება, რაც უდიდესი პრობლემების მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.