LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის გამოხმაურება პატრიარქის ეპისტოლეზე: ეკლესია ქვეყნის სულია, ერი – ქვეყნის სხეული

97

სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ოპოზიციის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, სამების ტაძარში სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე.

“ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება [ილია მეორე] დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში და მე მინდა საქართველოს ვუსურვო გამთლიანება. მინდა ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს. როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ, მე მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ როგორც ჭეშმარიტად ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ”- განაცხადა პრემიერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები