Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო, ვიდეო] – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო, ვიდეო]

154

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდნენ.

სააღდგომო წირვა-ლოცვა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, დეკანოზმა გობრონმა აღავლინა. ლიტურგიას, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები