LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა” – პატრიარქი

140

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სააღდგმო ეპისტოლეში ყურადღებას ქვეყნის წინაშე არსებულ დემოგრაფიულ პრობლემაზე ამახვილებს. ილია მეორე ბრძანებს, რომ მოკლე დროში მოსახლეობის 28%-ით კლებაა ნავარაუდევი და ამ კონტექსტში აბორტების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.

“მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

 

“კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე სხვა ეთნიკური წარმომავლობის მრავალშვილიან ოჯახებსაც,” – ნათქვამია ეპისტოლეში.

 

ამ პროცესზე ილია მეორე პასუხისმგებლობას ყველას, განსაკუთრებით კი კანონმდებლებს აკისრებს.

იხილეთ:

პატრიარქის 2018 წლის სააღდგომო ეპისტოლე – სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები