LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართება

231

ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი გაიმართება.

ლელო ტრადიციულად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის ტარდება, ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები ეჯიბრებიან. აღსანიშნავია, რომ  ლელოს შუხუთში წელიწადში მხოლოდ  ერთხელ,  აღდგომსა თამაშობენ.

თამაშის წესები მოთამაშეთა რაოდენობას არ განსაზღვრავს და  ორივე მხარეს  სასურეველი რაოდენობის მოთამაშე გამოჰყავს.  თამაშს არც საზღვრები გააჩნია,  ხშირად ლელოს შუხუთელების ღობე და ეზო- ბოსტნებიც ეწირება.  ლელობურთი  სოფლის ცენტრიდან იწყება და მთავარი მიზანი ტყავის ხელნაკეთი ბურთის ერთ- ერთ მხარეზე გადატანაა.

გამარჯვებულ მხარეს ბურთი სოფელში გარდაცვლილი ახალგაზრდის საფლავზე მიაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები