საკვები ყოველთვის სერიოზულ გავლენას ახდეს ადამიანის ორგანიზმზე და პირველ რიგში სახის კანზე, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვარგებს და რომელი პროდუქტი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.
სტაფილო – დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინის შემცველი სტაფილოს რეგულარული მირთმევით თქვენი კანი ხავერდოვანი გახდება და ბევრად ახალგაზრდულ იერს შეიძენს.
ორაგული – უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყალობით, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებთ, ორაგული აკნესგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს მელანომას განვითარების რისკს.
კივი – დიდი ოდენობით С-ვიტამინის შემცველი კივი, სახის კანს ჯანსაღ ფერს დაუბრუნებს. ექსპერტები კივის ცოცხლად მირთმევას, ხილის სალათში გამოყენებას ან სმუზის მომზადებას გვირჩევენ.
პომიდორი – ლიკოპინი – ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს პომიდორი, თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას ანეიტრალებს და კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
მწვანილი – ფოთლოვანი მწვანილი ფლავონიოდებს შეიცავს, რომელიც კანს არბილებს, უჯრედებს კი, დაზიანებისგან იცავს. მწვანილის ზომიერად მიღებით ბუნებრივად შეძლებთ კანის დატენიანებას და გამოშრობისგან დაცვას.
ხამანწკა – დიდი ოდენობით ცინკის შემცველი ხამანწკა უებარი წამალია მათთვის, ვინც აკნეთი ან ხშირი გამონაყარით იტანჯება. იგივე ეფექტი აქვს შედარებით ბიუჯეტურ კრევეტებს და მიდიებს, თუმცა ხამანწკა ამავდროულად ბუნებრივი აფროდიზიაკიცაა.
კვერცხი – კვერცხის ზომიერად მოხმარება კანს ნაოჭების გაჩენისგან იცავს, რადგან ბუნებრივი ლუტეინი კანს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ბუნებრივ ბზინვარებას უნარჩუნებს.