საქართველოდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატმა თბილისი უკვე დატოვა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროდან ინფორმირებულმა წყარომ რუსთავი 2-ს განუცხადა.
„დიპლომატი თბილისიდან უკვე გამოეგზავრა, ის მოსკოვშია, ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობს საპასუხო ნაბიჯებზე,“- განუცხადა წყარომ რუსთავი 2-ს სერგეი ლავროვის უწყებიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განცხადება 29 მარტს გააკეთა.