LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრ-პოინტის დაუსრულებელი მშენებლობები, შესაძლოა, m²-მა დაასრულოს

124

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და კომპანია „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. m2-ის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, თუკი 6 თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.

მათივე ინფორმაციით, m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი“ დაიქირავებს. სანაცვლოდ კი „ცენტრ-პოინტი“ m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას – ეს საკითხი „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება.

„ცენტრ-პოინტის თხოვნით ჩვენ შევიმუშავეთ ამ უმწვავესი სოციალური პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელიც ჩვენი კომპანიის, ცენტრ-პოინტისა და სახელმწიფოს მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობას მოითხოვს. ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოაციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია ცენტრ-პოინტსა და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში“, – აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები