15 წლის გიგი ანთაძის ამბავმა მთელი საქართველო დააინტერესა. ბიჭს კახი კალაძემ „მზიურში“ სავაჭრო ჯიხური აჩუქა. პატარა ბიზნესმენს, რომელიც წვენებით ვაჭრობს, უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. გიგის დედა, თათო გვარიშვილი კიდევ ერთ კეთილ ადამიანზე წერს, რომელმაც მისი ვაჟის დახმარების სურვილი გამოთქვა.
თათო წერს:
„გუშინ დაგპირდით ახალ ამბავს, არსებობს ერთი მართლა არა-ჩვეულებრივი გოგო ,რომლის რეპორტაჟიც დავდე გუშინ. დამირეკა, გამეცნო და თავის გადაწყვეტილება გამაცნო, უნდა, გიგი ატაროს ბაზარში პროდუქციის შესაძენად. დავმუნჯდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე პირადადაც გავიცანი. ძალიან გავბრაზდი, ვიდეოში 10 ლარი რო დაუფასა ტაქსმა და იმ წამსვე მივიღე ეს გადაწყვეტილებაო. ❤❤❤❤❤❤ და იცით, რას ვფიქრობ? მგონი, ძალიან გავიზარდეთ ამასობაში როგორც საზოგადოება. აშკარად შევდექით. მე ასეთი ამბები მაბედნიერებს. #გიგისწვენები“.