LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ AIR-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

113

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან რუმინეთისკენ ახალ მიმართულებას ამატებს.  ავიაკომპანია ქუთაისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან, კერძოდ 3 ივლისიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე – wizzair.com-ზე.

„ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ქუთაისიდან რუმინეთის დედაქალაქ  ბუქარესტის მიმართულებით ახალ რეისს ვამატებთ. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას და ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელთა სურვილებზე მორგებულ კიდევ ბევრ შესაძლებლობას შევქმნით. ამიერიდან, ჩვენს რუმინელ ტურისტებს შეუძლიათ რამდენიმე საათში ჩავიდნენ ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, ეწვიონ საქართველოს საქმიანი ვიზიტით, ან უბრალოდ შესვენების დროს,“ – აღნიშნა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, სორინა რაცმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აერიპორტიდან 2018 წელს ახალი მიმართულებებით ფრენები უკვე შესრულდა. კერძოდ, 25 მარტს რიგა-ქუთაისის ავიარეისი განხორციელდა, 31 მარტს კი ვროცლავი-ქუთაისი. აღსანიშნავია, რომ 17 მაისიდან ქუთაისის  აეროპორტში  Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეისებს ევროპის უდიდესი ქალაქების: ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები