LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ზემოთ ბავშვთა იმუნიზაციის საკითხზე ქვეყანა ჯანმო-ს რეკომენდაციებს ელოდება: თამარ გაბუნია

84
ბავშვების ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 16-დან 18 წლამდე მოზარდების ჩართვა საკმაოდ აქტიურია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა იმუნიზაციის საკითხს, მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.

დღეს გამართულ იმუნიზაციის საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ორ მილიონზე მეტი თავისუფალი დოზაა.

რაც შეეხება აცრებს, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში მილიონ 200 000-მდე აცრა იქნება ჩატარებული . აქედან 800 000-მდე ადამიანი იქნება ერთხელ ვაქცინირებული და 400 000-ს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა.

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 1 164 402 აცრა ჩატარდა.