LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მართვის მოწმობის აღებას უკვე 30 წელია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ

94
carwomannews

ქალი 1000–ზე მეტ  ავტო გაკვეთილზე იყო და მართვის მოწმობა მაინც ვერ აიღო. 47 წლის ბრიტანელი უკვე 30 წელია მართვის მოწმობის აღებას ცდილობს, თუმცა ეს სანუკვარი ოცნება დღემდე ვერ აიხდინა.

იზაბელ სტედმანი საჭეს პირველად 17 წლის ასაკში მიუჯდა და მას შემდეგ ქალი 1000–ზე მეტ გაკვეთილზე იყო. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მას გამოცდა წარმატებით ჩაებარებინა.

2 შვილის დედის უიღბლობის მიზეზი ისაა, რომ გზაჯვარედინების ძალიან ეშინია და გადატვირთული მოძრაობის დროს გონებასაც კი კარგავს. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას ინსტრუქტორს საჭისთვის ხელის მოკიდება რომ არ მოესწრო, სერიოზული ავარია გარდაუვალი იქნებოდა.

გასული 30 წლის განმავლობაში სტედმანმა გაკვეთილებზე ათი ათასობით ფუნტი დახარჯა, თუმცა სტრესთან გამკლავება ვერა და ვერ ისწავლა.

ამასობაში მართვის მოწმობის აღება მისმა ქალიშვილებმა შეძლეს, იზაბელი კი ისევ გაკვეთილებზე სიარულს აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები