LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა თანდაშვილი: “ჰალუცინაციები მქონდა… როგორია, რომ გეჩვენება, რომ ხარ 4 წლის ბავშვი… ინეზას ეჩვენებოდა, რომ შავი პარკი იყო და დადიოდა”

1852
BeFunky-collage (3)

თამუნა თანდაშვილმა, რომელმაც თითქმის ერთვიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა, სატელევიზიო ეთერში რეანიმაციაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა და დეტალურად მოყვა თუ რა გადაიტანა.

“მაქვს დიაბეტი და რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომელი ვაქცინა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. ჩემი დაუდევრობით ვიყავი აუცრელი. მეორეჯერ დავიფიცირდი. პირველი შოკი იწყება მაშინ, როდესაც იგებ, რომ მეორედ გაქვს კოვიდი, გაქვს დიაბეტი და არ იცი ერთი შემთხვევაც კი, რომელიც კარგად დამთავრდა.

აცრამდე ორი დღით ადრე დამიდასტურდა კოვიდი. ახლა მგონია, რომ აბსოლუტურად ახალი ადამიანი ვარ. ყველაფერი იწყება შიშით, შენი სიცოცხლე იზომება ფილტვის დაზიანების მაჩვენებლით, ერთიდან 24-მდე.

11 წელია ავიაციაში ვარ, ჩემთვის შიში და პანიკა უცხო არ არის, მაგრამ ეს ისეთი მძიმე მდგომარეობაა, როდესაც გეშინია საკუთარი სიცოცხლის, გეშინია სხვების. გადავდე სხვებსაც, მათ შორის ასაკიან ადამიანებს.

წარმოიდგინეთ, რეანიმაციაში ვარ, ძალიან მძიმე პაციენტებში ვიმყოფებოდი, 20 პაციენტი იყო და არცერთი აცრილი. იქ საუბარი არავის შეეძლო, მე მარტო ვწერდი და გონზე ვიყავი შიგადაშიგ. როგორია როცა გეჩვენება, რომ ხარ 4 წლის ბავშვი, ვერ აღიქვამ ექიმს. ძირითადად, სულ ჰალუცინაციები მქონდა.

მერიდებოდა ექიმისთვის თქმა, რომ 4 წლის ხომ არ ვარ. ძირითადად, ყველას ჰალუცინაციები ჰქონდა. ინეზას ეჩვენებოდა, რომ შავი პარკი იყო და დადიოდა. მამაომაც თქვა, რომ მაქვს მსგავსი რაღაცები. ერთი მეგრელი პაციენტი გვყავდა, ყოველ საღამოს იბარებდა ქურდებს, ვიღაცებს აჩერებდა.

საუბარი მიჭირდა, მაგრამ უფრო ხშირად ვიყავი ადეკვატური, თან მახსოვდა, რა მეჩვენებოდა.

ყველაზე მძიმეა, როდესაც ვერ ემორჩილები ექიმს.

კოვიდი გართმევს იდენტობას, არ იცი ვინ ხარ. ჩემი პირველი შიში ეს იყო, იმ მომენტში საკუთარი სახელი და გვარიც არ მახსოვდა. ეს იყო კოშმარის კოშმარი. ეს არ არის ჩვეულებრივი ვირუსი”,- თქვა “მთავარი არხის” ეთერში თამუნა თანდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები