სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.