LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 5 313 პროექტი

86

2018 წლის მარტის მონაცემებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, მხარდაჭერილია 5 313  პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც გვყავს 8 412 ბენეფიციარი.

ახალი ეტაპის ფარგლებში, ყველა გამარჯვებული ბენეფიციარი გამოვლენილია და დაწყებულია ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, რომელიც უახლოს მომავალში დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს თანადაფინანსების პროცესიც, რომელიც ოქტომბრის თვის ბოლოს დაიწყო და ჯამში დღევანდელი დღის მდგომარეობით დაფინანსებულია 865 პროექტი.

შეგახსენებთ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ, ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები