LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლო დამონებულია“ – მოძრაობა „სირცხვილია“ და მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიაზე თავდასხმაზე ბრალდებულების განაჩენს აპროტესტებენ

42
თავდასხმა დანაშაულია

მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

სლოგანით – „სასამართლო დამონებულია“,   თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ სამივე პირს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ვადა დღეს იწურება, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

“მე ველოდი, რომ სასამართლო მსგავს განაჩენს გამოიტანდა. ეს ყველაფერი გაკეთდა აგვისტოში იმისათვის, რომ თავდამსხმელები, მოძალადეები გარეთ გამოეშვათ”, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოძალადეები გარეთ გამოეშვა”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

ვახო სანაიას პირველი კომენტარი: გაუშვა მოსამართლემ სამივე… მაგარი სასამართლოა ძალიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები