Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და ანტისემიტური გამონათქვამები ცალსახად მიუღებელია – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და ანტისემიტური გამონათქვამები ცალსახად მიუღებელია – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

145
6113c2c842e2a

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგება არასრულია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

“სოციალურ ქსელში ვრცელდება  დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან,  შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.

ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს  ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან გამორჩეულ ურთიერთობასა და მეგობრობას,”-წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები