LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათს მეჩეთში ატარებდნენ და რომელ ტერორისტობაზეა საუბარი – ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების თანასოფლელები გამოძიების ვერსიებს აბსურდულს უწოდებენ

166
BeFunky-collage

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების თანასოფლელები გამოძიების ვერსიებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. ამის შესახებ მათ დღეს “რუსთავი2”-თან ისაუბრეს.

“ეს ბავშვები რელიგიურები არიან. 24 საათს მეჩეთში ატარებენ და რომელ ტერორისტობაზეა საუბარი. რა სირია? რომელ ტერორისტობაზეა საუბარი. ჩემს ხელში გაიზარდნენ ესენი და მსგავსი რამ თავში აზრად არ მოუვიდოდათ,”- აცხადებს ფიქრია სულაკაური.

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 პირი

შეგახსენებთ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცისას 5 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადო და გეგმავდნენ ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

სუსი: პანკისში დაკავებულმა 5-მა პირმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადო და გეგმავდნენ ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები