მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ახალ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
„ბახალას“ გამოძიება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება.
გიორგანაშვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 8-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ მსახიობს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის საქმეზე მონაწილეობა დაუმტკიცდება, გიორგანაშვილს 15-წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ, აღნიშნულს „ერთ ადამიანზე, ტყუილზე დაყრდნობილი ნარატივი“ უწოდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც, მახარაძის თქმით, არ არსებობს.
„პროკურატურამაც დაადასტურა, რომ კავშირი გიორგი გიორგანაშვილს და ჯაბა ხულორდავას შორის არ დადგინდა,“ – განაცხადა გიორგი მახარაძემ.