LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად, ჩვენ არ დავუშვებთ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს: ნატო

162
nato

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააჟღერეს, რომელშიც ნათქვამია, რომ  რომ არ დაუშვებენ რომელიმე ტერორისტის მხრიდან საფრთხეს.

„„ჩვენ ერთიანნი ვართ, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ავღანეთში მომხდარი მძიმე მოვლენების გამო და მოვუწოდებთ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ასევე ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ავღანეთის მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა გარემოებაში დაიცვან ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები…

ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

დღევანდელ ვითარებაში ნატომ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლებისადმი ყოველგვარი დახმარება. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ავღანეთის საერთაშორისო ვალდებულებები; ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების ადამიანის უფლებების დაცვა; კანონის უზენაესობის დაცვა; დაუშვას შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა; და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების თავშესაფრად. ჩვენ არ დავუშვებთ რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს. ჩვენ კვლავაც ერთგულები ვართ შევებრძოლოთ ტერორიზმს შეუპოვრად და სოლიდარობით.

ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას სამსახურს და მსხვერპლს, ვინც დაუღალავად მუშაობდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავღანეთისთვის უკეთესი მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ ავღანეთში ჩვენი ჩართულობის შესახებ და დავსახავთ საჭირო გაკვეთილებს“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები