სოფო ჯაფარიძის მიერ შექმნილი „მედგიდის“ ჯგუფი, რომელიც დიდ სამუშაოს სწევს და კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს უანგაროდ ეხმარება, უკვე მეორედ დაბლოკეს. პოპულარული ჯგუფი ისევ აღარ იძებნება სოციალურ ქსელებში.
9 აგვისტოს ჯგუფი პირველად დაბლოკეს, რის შემდეგაც ჯგუფის შემქმნელებმა ძალები მოიკრიბეს და ის თავიდან გააკეთეს.
სამწუხაროდ, ახლახან ნუცა ზურაბიანმა გაავრცელან სტატუსი, საიდანაც ირკვევა, რომ ჯგუფს იგივე პრობლემა შეექმნა: „მედგიდის“ ახალი ჯგუფიც დაგვიბლოკეს… კომენტარს ვერ ვაკეთებ!!“