LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გამოძევებას ვაშინგტონი ეხმაურება

103

რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების გამოძევებას ვაშინგტონი გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვის ქმედებაზე შეერთებული შტატები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

„28 ქვეყანა შეუერთდა შეერთებულ შტატებს ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და 153 რუსი აგენტი გააძევა სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველო იყო უკანასკნელი, რომელიც შეუერთდა ამ ძალისხმევას. მათ დღეს განაცხადეს, რომ რუსეთის ერთ ჯაშუშს გააგდებენ, რაც მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსეთის სამეზობლოშია,“ – აცხადებს ჰიზერ ნოირტი.

სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, სამომავლოდ რუსეთის ამ ნაბიჯს უპასუხონ.

ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის რუსეთის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ელოდებოდნენ, რომ მოსკოვი ამერიკელ დიპლომატებს გააძევებდა. საქართველოს სოლიდარობაზე კი გაერთიანებულ სამეფოს მიმართ და თბილისის მიერ საელჩოს თანამშრომლის გაძევებაზე, აღნიშნეს, რომ ეს ხაზს უსვამს საქართველოს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ყოფნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები