მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაციის პროცესში წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც ჩაერთონ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია რვა ლოკაციაზე:
✅ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერის” ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
✅ ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერით”, “სინოვაკით”, “სინოფარმით”. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე;
✅ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერით”, “სინოვაკით”, “სინოფარმით”. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
✅ “ექსპრეს მედიქალ სერვისი” თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “სინოფარმითა” და “სინოვაკით”. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე;
✅ სავაჭრო ცენრი “ლილო მოლი” (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია “სინოფარმის” ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
✅ მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერის” ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
✅ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “ფაიზერით”, “სინოვაკითა” და “სინოფარმით”. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე;
✅ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: “სინოფარმითა” და “სინოვაკით”. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.