რუსეთმა დასავლეთის და აშშ-ის საპასუხოდ აშშ-ის 58 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის საელჩოს 58 თანამშრომელი ქვეყანაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამერიკელმა დიპლომატებმა ქვეყანა 5 აპრილამდე უნდა დატოვონ.
ამასთან, რუსეთმა უკან გამოითხოვა სანკტ-პეტერბურგში აშშ-ს გენერალური საკონსულოს გახსნის თანხმობა. ამერიკელმა დიპლომატებმა მათთვის გამოყოფილი შენობა 2 დღეში უნდა დატოვონ.
სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები აშშ-მა და ევროპის 27 ქვეყანამ გააძევა. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა, ჯამში, 150-მდე დიპლომატი გააძევეს.