LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

189
ზვიადაურ

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო 19 აგვისტოს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი უკვე წარუდგინა. პროკურატურამ ბრალი ასევე წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თავად ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების ინფორმაციით, ზვიადაურის მხრიდან გასროლა “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები