LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია: ბიძინა კულუმბეგოვი

8515
ბიძინა კულუმბეგოვი

სასულიერო პირებმა ბიძინა კულუმბეგოვი ნაცისტ ექიმს, იოზეფ მენგელს შეადარეს.

პასუხად იმუნოლოგ ალერგოლოგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საპატრიარქოს ექიმების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის აღკვეთას თხოვს.

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში UNICEF-ის წარმომადგენლებსა და სხვა კოლეგებთან ერთად რეგიონებში დადის და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრება

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში პედაგოგებსა და სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ, მათმა დიდმა უმრავლესობამ ვაქცინაცია გაიკეთა.

“სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის  იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში,” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები