ურეკში, გალფის ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმა მოხდა.
„ფორტუნას ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით მომხმარებელი გალფის ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინი მოითხოვა და უთხრა, რომ თანხას ხვალ მიიტანდა, რაზეც მან უარი მიიღო.
უარის მიღების შემდეგ მომხმარებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგულის პერსონალს.
მომხდარის შედეგად დაზიანდა სალარო აპარატი.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ბენზინგასამართ სადგურზე თავდამსხმელი დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულიხმობს.