LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსებმა მომსახურება გააძვირეს – ვარკეთილიდან ყაზბეგამდე- 41, ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე კი 45 ლარი გახდა

3655
ტაქსით მომსახურება

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის  გაუარესების გამო, 13 აგვისტოდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ სატრანსპოტო შეზღუდვები შედეგს ორ კვირაში გამოიღებს და ეპიდვითარება 80%-ით გაუმჯობესდება.

სატრანსპორტო შეზღუდვების პარალელურად, თბილისში გაიზარდა ტაქსის მომსახურება.

მოქალაქეები კი სოციალურ ქსელში ტაქსის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით გაოცებას ვერ მალავენ.

“ტაქსების ფასი სჯობს არ მოიკითხოთ. ვარკეთილიდან ყაზბეგამდე ეს ფასი დამიწერეს”, – წერს სოციალურ ქსელში გ.გ.

 

 

კიდევ ერთი მოქალაქე გ.ბ. კი წერს, რომ ტაქსების მომსახურების გამო მატარებელს ვერ მიუსწრო.

„დიდი მადლობა ყველას, ვისაც ეხება.

08:30-დან ვიძახებ ტაქსის, ერთი საათით ადრე ვიდექი ქუჩაში, რომ რამეს გავყოლოდი. 10:30 წუთზე რომ გადის მატარებელი, მის კუდსაც ვერ მივუსწრებ.

პ.ს. ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე ტაქსიში 30 ლარს ვიხდი.

განახლება: ბოლოს 45 ლარი დამიწერა და ორთაჭალაში გადახვევა მომიწია“. 

 

ამ მომხმარებელმა მატარებელს ვერ მიუსწრო,  შესაბამისად ბილეთიც გაუუქმდა და ახლა დანიშნულების ადგილამდე მისვლას ავტობუსით ცდილობს. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ იგივე მანძილის დაფარვას, რაშიც დღეს 45 ლარი გადაიხადა, ადრე სულ რაღაც შვიდი ლარით ახერხებდა და ტაქსის მძღოლებიც კმაყოფილები იყვნენ.

ასეთი სიტუაცია შეიქმნა დედაქალაქში 16 აგვისტოს დილით.

გადავწყვიტეთ, თავადაც გადაგვემოწმებინა ტაქსებით მომსახურების ფასი.

დღის მეორე ნახევარში დავრეკეთ სხვადასხვა ტაქსით მომსახურების სააგენტოში და პირობითად ერთი მიმართულება ავირჩიეთ – ნაძალადევის რაიონიდან, კერძოდ პირველი სამშობიაროდან გაგარინის მოედნამდე.

ამ მარშრუტის დასაფარად „მაქსიმის“ ტაქსით 6 ლარი და 10 თეთრი დაგვჭირდება.

იგივე მანძილის  „იანდექს“ ტაქსით კი 8 ლარი და 20 თეთრი.

„ეკონომ ტაქსში“ გვითხრეს, რომ იმავე დანიშნულების ადგილას მისვლისთვის ცხრა ლარი დაგვჭირდებოდა.

ცნობისთვის, იგივე მანძილის დაფარვა სულ რამდენიმე კვირის წინ 5 ლარად იყო შესაძლებელი.

 

“თქვენმა ტაქსის კომპანიებმა გააოთხმაგეს გადასახადი და მილიონრები ხდებიან ახლა” – ლეიბორისტები ტრანსპორტის აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები