LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

47
1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით – 2 160 კოლოფ “MANCHESTER”-ის და “DUBAO”-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა – 2460 ლარის ოდენობით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები