LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება

71

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება,“ – ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური ღირებულება და ტურისტული პოტენციალი; ასევე, დაცული იყოს ინვესტორის ინტერესი. ლისის ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყო, რომ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, არის მიმზიდველი.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ერთერთი გადაუდებელი ამოცანა არის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, არეალის განსავითარებლად შემუშავდება გეგმა და სანამ გეგმა არ იქნება მზად, მშენებლობები შეჩერდება.

თბილისის მერის ინფორმაციით, განაშენიანება შეწყდება და ადმინისტრაციული წარმოება  დიღმის ჭალებშიც დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები