LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, თბილისის მერის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

74
publika.ge-dolidze-01-1024x580-1

პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, თბილისის მერის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. ანა დოლიძის სლოგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,მერი ყველასთვის!” იქნება.

“თბილისს სჭირდება მერი, ვინც თბილისს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს, ვინც იზრუნებს, სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ პარკი ჰქონდეს ყველა უბანს და იმაზე, რომ ადამიანებს არ შეეშინდებათ ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით თავზე სახლი არ ჩამოენგრევათ, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ. მერი, რომელიც შექმნის ეფექტურ ინფრასტრუქტურას – 21-ე საუკუნეში სირცხვილია ვსაუბრობდეთ საპირფარეშოების, კანალიზაციის, ტროტუარების, პარკინგის და ბევრ სხვა პრობლემაზე.

ქალაქის ეკონომიკას სჭირდება ვაჭრობის კონცეფციიდან ამოყვანა – მერი უნდა ეხმარებოდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი წარმოების თუ ბიზნესის განვითარებას. მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის უფლება და მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე. თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას და თბილისს გახდის ყველასთვის, სადაც დოვლათის დაგროვება მხოლოდ მმართველ გუნდთან დაახლოებულ ნათესავების და ახლობლების პრივილეგია არ იქნება”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები