LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

75

მოლდოვამ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური კიშონიოვის გადაწყვეტილება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას უკავშირდება.

რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად შვიდი დღე მიეცათ.

„მოლდოვის გადაწყვეტილება არის ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგი, რომელმაც სოლსბერის თავდასხმას კოლექტიური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის საფრთხის კვალიფიკაცია მიანიჭა“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს აშშ. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის 14-მა ქვეყანამაც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ნატო ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები