LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ამაშუკელმა დამარქვა თრიალეთის კოდალა: ელისაშვილმა პარტიის ახალი ლოგო წარადგინა

421
BeFunky-collage (1)

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ახალი სიმბოლო – კოდალა წარადგინა. ელისაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ მას პოეტმა რეზო ამაშუკელმა თრიალეთის კოდალა დაარქვა. ელისაშვილი თვლის, კოდალა საქმიანი ფრინველია, ძალიან “ტვინის ბურღია” და ტყეში კეთილ საქმეს ეწევა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ახალი სიმბოლო წარადგინა.

კოდალა ალეკო ელისაშვილის თქმით, პოეტმა რეზო ამაშუკელმა დაარქვა. ელისაშვილი თვლის, რომ კოდალა საქმიანი ფრინველია.

“თანდათან ხუმრობა-ხუმრობაში ჩვენთან, პარტიაში ახალი პარტიული სიმბოლოც გამოიკვეთა, კოდალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი, საქმიანი და საჭირო ფრინველი. გარდა იმისა, რომ იმასაც დიდი ცხვირი აქვს და უკაკუნებს, არის ძალიან მშრომელი, არის ძალიან ტვინის ბურღი და რაც მთავარია, ძალიან კეთილ საქმეს ეწევა ტყეში.”

“გარდა იმისა, რომ მე ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, კოდალასი არ იყოს, აი, ასეთი მშრომელი და ტვინის ბურღი ხალხი ვართ პარტიაში შეკრებილები და გვინდა, რომ ყველას გავუბურღოთ ტვინი, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, რომ საქმე გავაკეთოთ”. – თქვა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები