LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ბრალდებები შურისძიებაა – პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

153

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში წერს.

პაპუნა უგრეხელიძე წერს, რომ ყოფილი თანამშრომელი მას ვრალს შურისძიების მოტივით სდებს, იმის გამო, რომ მისი მეუღლე, რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

მისივე განცხადებით, ყოფილმა თანამშრომელმა სახალხო დამცველს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა.

უგრეხელიძე ამბობს, რომ მისი ყოფილი თანამშრომელი მეუღლის გათავისუფლების გამო აშანტაჟებდა და ამის მოწმეც არსებობს.

მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური – GIZ – სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გაუწია.

პაპუნა უგრეხელიძის თქმით, ის მიმართავს სასამართლოს, რომ დადგინდეს  ჰქონდა თუ არა ადგილი, მისი მხრიდან შევიწროვებას,  და  დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

 

“P.S. გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი. ამ კითხვის ავტორებმა ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ იხილეთ აქ. https://bit.ly/2IXltoU

ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ! დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით”, – წერს პაპუნა უგრეხელიძე.

https://www.facebook.com/papuna/posts/2169306816630507

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები