LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

80
1

თურქეთის ჩრდილოეთ მხარეში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ბოლო ინფორმაციით,  გარდაცვლილია 27 ადამიანი.

ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.

შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერი ხანძრების შემდეგ, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.

ოთხშაბათს, წყალდიდობამ პროვინციები ბარტინი, კასტამონუ, სინოპი და სამსუნი დააზარალა, დაანგრია სახლები და ხიდები, გაიტაცა მანქანები. სახლის სახურავს შეფარებული ადამიანების გადარჩენას სამაშველო ჯგუფები ვერტმფრენებით ცდილობდნენ.

კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობამ ოთხშაბათსვე დაადასტურა, რომ მაშველებმა სულ მცირე 15 ადამიანის ცხედარი იპოვეს კასტამონუში, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში.

დღეს დილით კი მაშველებმა კიდევ 12 გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ამ დრომდე დაზარალებული ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, გადაკეტილია სოფლებთან მისასვლელი გზები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები