LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერა, ისეთი როგორიც ჯერ არასოდეს გინახავთ (ფოტო)

188

კრისტინა აგილერამ აქტიური შემოქმედებითი კარიერის მანძილზე იმიჯი არაერთხელ შეიცვალა. ამჯერად 37 წლის პოპვარსკვლავი ცნობილი გამოცემის, Paper-ის გარეკანზე გამოჩნდა და აქცენტი სრულ თავისუფლებაზე გააკეთა. მომღერალი ფოტოსესიაში მაკიაჟის გარეშე პოზირებს და მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ფოტოები ზოი გროსმანმა გადაიღო და სტატიას სახელწოდებით „კრიტინა, ისეთი როგორიც არასოდეს გინახავთ“ მკითხველი ახალ ნომერში გაეცნობა: „მე ყოველთვის მიყვარდა ექსპერიმენტები. ბუნებით შემსრულებელი ვარ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა, მუდმივი ცვლილებების რეჟიმი“, – აღნიშნა მუსიკოსმა.

Paper-ისთვის გადაღებულ ახალ ფოტოებზე კრისტინა აგილერა სხვადასხვა სამოსშიც პოზირებს. მათ შორის Burberry-ის მოსაცმლითა და წითელი გამჭვირვალე ბლუზით.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები