საქართველოს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშაობა დაასრულეს.
ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების აუცილებლობა დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა.
უახლოეს დღეებში სპეციალური ჯგუფი ტექნიკურ ინსპექტირებას განახორციელებს, შემოწმდება მაღარო და ტექნიკური დოკუმენტაცია.
ჭიათურის მაღაროში გუშინ 45 წლის მამაკაცი დაიღუპა.