“იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს, მოსახლეობის აცრა ისეთი ვაქცინით უნდა მოხდეს, რომელთა დოზებს შორის მაქსიმალურად მოკლე ინტერვალია, ამ შემთხვევაში ასეთი “სინოვაკის” ვაქცინა გვაქვს.” – აღნიშნული რეკომენდაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ისაუბრა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა, ეპიდემიის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალაა:
“ზოგადად სტრატეგია ინფექციის შეკავების, განსხვავებით შარშანდელი წლისგან წელს რამოდენიმე მთავარ მიმართულებაზე დაიყვანება, ერთ-ერთი იარაღია ვაქცინა, ამიტომ ვაქცინაციის ინტენსიფიცირება და სწრაფად მოკლე დროში მოსახლეობის დიდი რაოდენობის აცრა არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი ძალა.
მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ვაქცინებს პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი სხვადასხვა აქვთ, ამიტომ დღეს ერთ-ერთი რეკომენდაცია გვაქვს ასეთი – იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებები გვაქვს სწრაფად მოხდეს მოსახლეობის აცრა მაქსიმალურად მოკლევადიანი ვაქცინით, ამ შემთხვევაში „სინოვაკის“ მარაგი არის, რათა ქვეყანაში სწრაფად მივიღოთ საკმარისი იმუნური ფენა.” – თქვა გამყრელიძემ.