LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ს კვლევის შედეგები: გამოკითხულთა 18 %-ის თქმით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 6%-ის თქმით “ნაციონალური მოძრაობა”

82
Untitled design

“რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” – NDI-ს უახლესი კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% არც ერთ პარტიას არ ასახელებს.

კონკრეტულ პარტია მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა, 6 %-მა კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

გამოკითხულთა 6% სხვა პარტიები ასახელებს. გამოკითხულთა 10%-მა თქვა, რომ არ იცის, 9%-მა კი კითხვაზე პასუხი არ გასცა.

 

 

ამავე კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – 61%-ს შეადგენს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 61%-დან, ვინც სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 7 5 “ნაციონალურ მოძრაობას”, სხვა პარტიებს 7%, 45% კი არცერთ პარტიას არ ასახელებს, გამოკითხულთა 9%-მა არ იცის.

შეგახსენებთ, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” და CRRC-საქართველოს კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით, წარომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 016 სატელეფონო ინტერვიუს აერთიანებს.