LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

459 გარდაცვლილი 12 დღეში – პანდემიის ანტირეკორდი საქართველოში

858
LEONARDTOWN, MARYLAND - APRIL 14: (EDITORIAL USE ONLY) Radiologists prepare to take an x-ray image in a COVID-19 patient's room in the intensive care unit of MedStar St. Mary's Hospital April 14, 2020 in Leonardtown, Maryland. MedStar St. Mary’s Hospital is located near the greater Washington, DC area in St. Mary’s county, Maryland. The state of Maryland currently has more than 8,200 reported coronavirus cases and over 225 deaths. (Photo by Win McNamee/Getty Images)

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბოლო დროს ძალიან გაიზარდა.

დღეს, 12 აგვისტოს  საქართველოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვია 49.

სულ რაღაც ერთი წლის წინ ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი პანდემიის დასრულებამდე საქართველოში ათასს არ გადააჭარბებდა.

ეს ვარაუდი იმას ეფუძნებოდა, რომ ერთი წლის წინ ყოველდღიურად კორონავირუსით 20- მდე ადამიანი ინფიცირდებოდა.

თუმცა მდგომარეობა შეიცვალა. საქართველოში დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად განვითარდა მოვლენები.

პანდემიის პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6279 -ია.

2021 წლის აგვისტო გარდაცვლილთა მაჩვენებლით ძალიან მაღალია.

ზოგი ამას რეგულაციების ფაქტობრივად მოხსნას უკავშირებს, ზოგიც ივლისის თვეში რეგულაციების არდაცვით გამართულ  აქციებს.

ფაქტი ერთია – დღიურად გარდაცვლილთა სტატისტიკა, არ კლებულობს.

აგვისტოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • 1 აგვისტო: დაინფიცირდა 2 654 პირი, გარდაიცვალა 33 ადამიანი, 
  • 2 აგვისტო: დადასტურდა 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 ადამიანი გარდაიცვალა,
  • 3 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი,
  • 4 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი,
  • 5 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი,
  • 6 აგვისტო: დადასტურდა 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 30 ადამიანი გარდაიცვალა,
  • 7 აგვისტო: კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი,
  • 8 აგვისტო: კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი,
  • 9 აგვისტო: 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
  • 10 აგვისტო: დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 5697, გარდაიცვალა 54 ადამიანი,
  • 11 აგვისტო: დაინფიცირდა 5 352 ადამიანი, გარდაიცვალა 48 ადამიანი,
  • 12 აგვისტო: დაინფიცირდა – 5128, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

ექიმებისა და ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ვირუსისგან თავდაცვის გზა არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია.