ალერგოლოგ – იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ზოგიერთ მათგანს ვაქცინაცია ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაუტარა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ატვირთა.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.