LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?!” – დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაცქინაციაზე

805
tamaz lomidze

დეკანოზი თამაზ ლომიძე კოვიდსაწინააღმდეგო აცრის აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ეპიდემიის დასამარცხებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იმუნიზაცია აუცილებელია.

,,მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა!”,  – წერს დეკაზონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები