თურქეთი მზადაა, სირიის სასაზღვრო რაიონებში ახალი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
„თურქეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად აიარაღებენ ტერორისტებს. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მათ გასანადგურებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, სირიის ქალაქების მოსახლეობა, მათ შორის: მემბიჯის, თელ-აბაიადისა და რას-ელ-აინის მოსახლეობა თურქეთის იქ შესვლის მომხრეა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ დასავლეთმა გამოავლინა თავი, როგორც დამპყრობელმა.
„არავის აქვს უფლება განაცხადოს, რომ თურქეთი სირიას იპყრობს“, – დაამატა ერდოღანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრინის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარეს.