LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება, ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს: ბიძინა კულუმბეგოვი

452
1584707340-ბიძინა-კულუმბეგოვი-2

სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება, ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, გლოვის დღეების გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს „კონცერტომანიის“ დასრულებას.

„მომხრე ვარ სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს!!! ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას!!!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისათვის, 10 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.