LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიება უნდა გაუქმდეს – შოთა ბურჯანაძე

65
20210511200757

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

„მე, როგორც რესტორატორი ვამბობ, ქვეყანაში გვაქვს ორი უკიდურესობა, ან მთლიანად გახსნილები ვართ, ან მთლიანად ჩაკეტილები. ოქროს შუალედის მოძებნა გვიჭირს. რატომღაც ყველაფერი ნებადართულია, თითქოს ხალხი გათავისუფლდა იმ მარწუხებისგან, რასაც ჰქვია შეზღუდვებში ყოფნა“, – ამბობს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამ ვითარებიდან გამოსავალია ადმინისტრირება და ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიების გაუქმება – ეს იქნება ფესტივალები თუ სხვადასხვა ივენთები. „არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო თუ კერძო დაკვეთით, ყველა ღონისძიება უნდა გაუქმდეს! მეორე, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც არის ერთადერთი გადარჩენა. ვაქცინა არის საშუალება, რომელიც ამ პრობლემური სიტუაციიდან გამოგვიყვანს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები