„ისრაელს, როგორც საქართველოს მეგობარს ქვეყანაში სტაბილურობის დანახვა სურს”, – ამის შესახებ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს.
ის ამბობს, რომ საქართველოში ინვესტორებს, უკანასკნელ პერიოდში, სულ უფრო მეტი დაბრკოლება ხვდებათ.
„კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, ამ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი დაბრკოლება გვხვდება ბიზნესისა და ინვესტიციების ჩადების მიმართულებით. იმედი მაქვს, ამას ხელისუფლების დახმარებით მოვაგვარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ისრაელის ბიზნეს საზოგადოებისა და პერსპექტიული ბიზნეს ინვესტორების დარწმუნება, რომ აქ ფინანსური რისკი გასწიონ,”- ამბობს ისრაელის ელჩი.