აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ორივე დოზით აცრილებიდან, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ დაავადდნენ, 99.99%-ზე მეტს სერიოზული გართულება არ ჰქონია. ამის შესახებ CNN აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულთა 74% ხანდაზმულია – 65 წლის და 65 წელზე უფროსი ასაკის.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამ ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 1500 ადამიანი გარდაიცვალა და ყოველ მეხუთე შემთხვევაში, ლეტალური შედეგი დადგა არა უშუალოდ COVID-19-ის, არამედ სხვა დაავადებების გამო.