რონალდო, მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები გადასახადების არგადამხდელთა ნაკრებში.
ბოლო წლებში გახშირდა სიახლეები იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები გადასახადებს მალავენ. რა მოხდება, ეს ეჭვები რომ გამართლდეს და ასეთ ვარსკვლავებს მართლა რომ შეუფარდონ თავისუფლების აღკვეთა?
დავუშვათ ასე მოხდა: მაშინ გამოდის, რომ ახლა ყველა დროისა და ხალხების ციხის ნაკრებს შევადგენთ.
ყველაზე მეტად ესპანური პრიმერა დაზარალდება.
რეალი: მარსელო, რამოსი, მოდრიჩი, ხაბი ალონსი (კარიერა დაასრულა), რონალდო;
ბარსელონა: მასკერანო (ჩინეთში გადავიდა), პიკე, მესი;
ნეიმარი (ბარსელონაში გამოდიოდა) და დი მარია (რეალის ყოფილი მოთამაშე) – ორივე პსჟ;
კარში ბუფონია „იუვენტუსიდან და მთავარი მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიო გახლავთ „მანჩესტერიდან“ (ბარსაშიც უმუშავია და რეალშიც).